გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

2-07-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.


სტუმრებმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და დედაქალაქის ხედები დაათვალიერეს.


უზბეკეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, თბილისის ანძა უზბეკეთის რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა.


შავკატ მირზიოევი საქართველოს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.