გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქობულეთში სადრენაჟე არხები იწმინდება

3-07-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს, რის შედეგადაც 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ჭარბტენიანობისგან იქნება დაცული.


ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ტოგონას მასივის ტერიტორიაზე,  სოფელ ალამბარში, სადაც   სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სადრენაჟე არხები  დაგროვილი ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან იწმინდება.


არხის საერთო სიგრძე 4 615 მეტრია, აქედან ამ დროისთვის 600 მეტრზე მეტია გაწმენდილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ტოგონას მასივის სადრენაჟე სისტემის მუშაობა.


შპს „საქართველოს მელიორაცია“ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით უზრუნველყოფს სარწყავი და სადრენაჟე სისტემების გამართულ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.