გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარიამ ქვრივიშვილი: ვიზიტის ფარგლებში საქართველოს და უზბეკეთის მხრიდან ხელი მოეწერა ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო სექტორების უფრო მჭიდრო დაკავშირებას უზრუნველყოფს

3-07-2026

„საქართველოსა და უზბეკეთს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთწლიან სამოქმედო გეგმას ორივე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მეტწილად მიმართულია უშუალოდ ეკონომიკური აქტივობების გაძლიერებისკენ", - განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.


ქვეყნებს შორის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.


„ეს არის ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ, ფაქტობრივად, ყოველ თვეს, ყოველ კვარტალში ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო ამოცანები, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყნებს შორის მოხდება კონკრეტულად სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო სექტორების უფრო მჭიდრო დაკავშირება", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.