4-07-2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერებინა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე ამ დროისთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ქართულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს .
პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება, რის შემდეგაც პორტის წლიური გამტარუნარიანობა სულ მცირე 600 000 TEU იქნება. ამასთანავე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დიდი, პანამაქსის ტიპის გემებს მიიღებს, რომელთა მიღებაც საქართველოს სხვა პორტებს არ შეუძლიათ.