გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა

4-07-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა: „ეიპიემ ტერმინალს ფოთი", "პეის ჯგუფის" ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.


საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტებიც გააცნო და შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს პორტების სრულ მზაობას გაუსვა ხაზი.


მარიამ ქვრივიშვილი ლაზიზ კუდრატოვთან და ილხომ მახკამოვთან ერთად ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასაც ეწვია, რომელიც ბიზნესსაქმიანობის მოცულობით ქვეყანაში მოწინავეა.