გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა

4-07-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.


უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიმდინარე და სამომავლო პროექტები ბათუმის საზღვაო ნავსადგურის, Wondernet Express - ის კარბამიდის ტერმინალის, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალისა და ნავთობტერმინალის წარმომადგენლებმა გააცნეს.


ბათუმში ნავსადგურსა და ტერმინალებში ასევე იმყოფებოდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.