გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მოლიან-ჩალიანის დამშრობი მასივი ბალახოვანი საფარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება

6-07-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოლიან-ჩალიანის დამშრობ მასივზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის შედეგად, 100 ჰექტარზე დამშრობი ქსელის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება.


ამ ეტაპზე დამშრობი მასივის ტერიტორიაზე მდებარე შემკრები არხების ცალკეული მონაკვეთები ბალახოვანი საფარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება. არხის საერთო სიგრძე 12 კილომეტრია, საიდანაც ერთ კილომეტრზე მეტი უკვე გასუფთავებულია.


ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს ზედაპირული და ჭარბი წყლების შეუფერხებელ გადინებას, შეამცირებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის რისკს და გააუმჯობესებს მიწების მელიორაციულ მდგომარეობას.


შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რათა დამშრობი და სარწყავი სისტემები გამართულად ფუნქციონირებდეს და ფერმერებს ხარისხიანი მომსახურება მიეწოდოს.