გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მაგდა მამუკაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ერთმანეთს უპირისპირდებიან: ნანუკა, ხომ ხედავ საერთოდ არ აღძრავ ჩემში დადებით განცდებს, იცხოვრე რა შენთვის, მე გამეშვი

6-07-2026

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და ოპოზიციონერი აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.


დაპირისპირება კი, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ნანა სანდერის ბარათზე თანხის ჩარიცხვის საკითხს მოჰყვა.


ნანუკა ჟორჟოლიანი უარყოფს 4 ოქტომბრის საქმეზე დაპატიმრებულებისთვის რაიმე სახით თანხების შეგროვებას და მაგდა მამუკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს.


"მე არასოდეს ვაგროვებდი 4 ოქტომბრის პატიმრების ბარათებს და მაგდა მორჩი ამ მზეობებს. ერთხელაც კი არ მქონია ჩარიცხვა და იცოდა მისმა მეგობარმა, რომელმაც ნანასთან თანხის ხარიცხვის შემდეგ თქვა უარი. რატომ არ იღლები, ვერ ვხვდები რომ არ გამოგდის?", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.


მაგდა მამუკაშვილი ჟორჟოლიანს კორექტულობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მის ნათქვამს ნანუკას თანამშრომელმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცა და მამუკაშვილის წინა პოსტში ის მოხსენიებული არ ყოფილა.


"ნანუკა შენ ვინმემ გახსენა პოსტში, ახლა რომ გამოენთე? შენ რატომ არ მეშვები? ხომ ხედავ საერთოდ არ აღძრავ ჩემში დადებით განცდებს, იცხოვრე რა შენთვის, მე გამეშვი.


დავწერე, რაც მითხრა ნანუმ, მერე შენმა თანამშრომელმა მისცა არასწორი ინტერპრეტაცია და ვუპასუხე იქვე, აი, რა გინდა, რა არ გასვენებს?

და ნუ უზრდელობ, თუ შეიძლება, ვერ ვიტან, რომ ადამიანი უზრდელობს, სხვანაირად რომ აზრის გამოხატვა არ შეუძლია", - წერს მაგდა მამუკაშვილი.