გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

7-07-2026

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა იმერეთის რეგიონში. კანონდარღვევა ხარაგაულში, სახელმწოფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.


ადგილობრივი მკვიდრი უკანონოდ მოპოვებული რცხილისა და წიფელის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას პირად მფლობელობაში არსებული ავტომანქანის  საშუალებით ახორციელებდა.  იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.


ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა ხოლო, უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი გადატანილია ხევის “საქმიან ეზოში”.


“თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები, რომლითაც  სრულადაა აღჭურვილი რეგიონული სატყეო სამსახურები - იქნება ეს ფოტოხაფანგები, სამხრე კამერები  თუ დრონები, საშუალებას იძლევა უფრო ეფექტიანი  გავხადოთ სამართალდარღვევის წინააღმდეგ  ბრძოლის ღონისძიებები, რათა საბოლოო ჯამში მინიმუმამდე დავიყვანოთ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. კანონდარღვევის პრევენციის მიზნით, მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ “ - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.