გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისის თვეში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს

7-07-2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 57 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია.


ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 39 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 8 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთ, 15 - სამცხე-ჯავახეთი, 3 - რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთი, 10 - ქვემო ქართლის რეგიონში12 - მცხეთა-მთიანეთში, 5 - გურიაში, 8-  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8 - კახეთში, ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.  


აღსანიშნავია, რომ კანონდარღვევებიდან   5  ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით,  გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებებში.


ასევე, სახელმწიფო ტყის  თვითნებურად დაკავების 14 ფაქტია გამოვლენილი:  იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის,  სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონებში.  ასევე გამოვლენილია 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. 

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, პირველი ექვსი თვის ანმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების  391 ფაქტი.