გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის – ECTN Awards 2026-ის ფინალისტებს შორის მოხვდა

7-07-2026

ECTN Awards 2026-ზე 23 ევროპული ქვეყნიდან წარმოდგენილი იყო ჯამში 72 განაცხადი.
„მზისკარი" ფინალისტად დასახელდა ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები" (Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences) და ამ კატეგორიაში ევროპის ოთხ საუკეთესო პროექტს შორისაა.


აღნიშნულ ნომინაციაში „მზისკარი" ფინეთის, საბერძნეთისა და ხორვატიის პროექტებთან არის წარმოდგენილი.


„მზისკარი" საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ავთენტურ გასტრონომიულ გამოცდილებებს, ადგილობრივ მწარმოებლებს, ფერმერებსა და კულინარიული ტრადიციების მატარებელ მასპინძლებს ერთიან ქსელში აერთიანებს.
ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულები 24 სექტემბერს, საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე გამოვლინდებიან.