გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

8-07-2026

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ინდივიდუალური მეწარმე შ. თ. (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N 1) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას სავალდებულო აღიარების გარეშე ახდენდა. გარდა ამისა, ობიექტზე არ იყო დაცული რეალიზაციის პირობები, კერძოდ, დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა და აგროქიმიკატების რეალიზაცია ხდებოდა გახსნილ მდგომარეობაში.


კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.


სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხაისხიანი პესტიციდების განთვსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად მოუწოდებს ბიზნესოპარტორებს, რომ დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.