გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის მერმა გერმანიის ძიუდოს ახალგაზრდულ ნაკრებთან შეხვედრა გამართა

9-07-2026

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძიუდოს ახალგაზრდულ ნაკრებთან შეხვედრა გამართა.
გერმანიის ძიუდოს
ახალგაზრდული ნაკრები მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექსის საჭიდაო დარბაზში კასპელ მოჭიდავეებთან ერთად ვარჯიშობს და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.


შეხვედრაზე ისაუბრეს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ,  მუნიციპალიტეტის გაცნობის მიზნით დაიგეგმა ღირსშესანიშნაობების  და ისტორიული ძეგლების   დათვალიერება.            

                    
შეხვედრას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და სპორტის წარმომადგენლები, გერმანიის ძიუდოს 22 წლამდელთა
 ფედერაციის ვიცე პრეზიდნტი ნორბერტ შპეკერი  და ნაკრების მთავარი მწვრთნელი მელეკ მელკი.


ერთობლივი წვრთნები, რომელიც 11 დღეს გაგრძელდება  გერმანელი   და კასპელი მოჭიდავეებისთვის ერთგვარი გამოცდილების გაზიარებაა.