გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია

10-07-2026

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის ( Regulatory Governance ) რეიტინგს აქვეყნებს.


წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მარეგულირებელი მმართველობის ინდიკატორი განიმარტება, როგორც „მთავრობის უნარი, შეიმუშაოს და განახორციელოს გონივრული პოლიტიკა და რეგულაციები, რომლებიც საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას“. კვლევა წარმოებულია მსოფლიოს ბანკის პროექტის „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მიერ.


კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 31-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, თურქეთი.


მსოფლიო ბანკის ამ გლობალური კვლევის ფარგლებში საქართველო შეაფასა შვიდმა საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და პროექტმა. ესენია: გერმანული ორგანიზაცია ბეტსელმანის ტრანსფორმაციის ინდექსი, ბრიტანული ორგანიზაცია იკონომისტ ინტელიჯენს იუნითი, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუინდეიშენის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია სტანდარტ ენდ ფუარსი, მსოფლიო ბანკის მეწარმეთა გამოკითხვის პროექტი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის ანგარიში და ამერიკული ორგანიზაცია მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.