გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დაჭრილი მებრძოლების კვირეული გრძელდება

11-07-2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული.


კვირეულის ფარგლებში, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ. მათ უკვე იასპარეზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებულები თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შესაბამისი სინჯის მედლებით დააჯილდოვეს. ღონისძიება  დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა.


დაჭრილ მებრძოლთა კვირეულის მიზანია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, რესოციალიზაცია და მათი მიღწევების წარმოჩენა.