გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის - ლაშა აბაშიძე

12-07-2026

„ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა“, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენების შესახებ.


მისი თქმით, რკინიგზისთვის უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ თუ აქამდე ანაკლიის პორტის ძირითადი კონცენტრაცია მხოლოდ საკონტეინერო მიმართულებაზე იყო, ახლა ის იქნება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის. 


„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის. ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით, მიემართება მშრალი და ნაყარი ტვირთები. ეს პორტი უკვე იქნება მრავალფუნქციური, რომელიც  აღნიშნული ტვირთების გადაზიდვაში იქნება ჩართული. ჩვენ კი საშუალებას მოგვცემს რომ  გავზარდოთ გადაზიდვები და მოვახდინოთ გაცილებით მეტი ტვირთის გატარება“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.