გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს

26-12-2018

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საქართველოს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველ ამირან გიგუაშვილთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ასევე საქმის პროკურორი და გამომძიებელი ესწრებოდნენ.


გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს შესთავაზა მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები.


საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.


ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრა პროკურატურაში იანვრის ბოლოს გაიმართება.