გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

15-07-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.


კახეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე თელავის ხევმა სამელიორაციო ინფრასტრუქტურა დააზიანა.


სტიქიის შედეგად დაზიანდა მაწანწრის დიუკერი და თელავის ტერიტორიაზე გამავალი ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის რამდენიმე მონაკვეთი.


ამ დროისთვის ტარდება ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები, რომელთა მიმდინარეობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ადგილზე გაეცნო.


ამ ეტაპზე ზემო ალაზნის მაგისტრალური არხი წყალდიდობის შედეგად ჩატანილი ქვა-ღორღისა და დანალექი გრუნტისგან იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რათა უმოკლეს ვადაში აღდგეს სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოფილი იყოს სარწყავი სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება.