გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

15-07-2026

თიბისის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული AI ნაკრები 2026 წლის 2-8 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOAI 2026) მიიღებს მონაწილეობას. ამჟამად გუნდი ოლიმპადისთვისინტენსიურ მომზადებას გადის.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან:

  • მათე რეხვიაშვილი- ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • ნიკოლოზ ყიფშიძე -136-ე საჯარო სკოლა.
  • ნიკოლოზ გეგენავა-ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • გიორგი მაისურაძე-ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • ლუკა ბერიკელაშვილი - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • ანტონი ინგოროყვა- -ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • ნიკოლოზ კილაძე- გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია.
  • გიორგი ცქიტიშვილი- -ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

საერთაშორისო ასპარეზისთვის მოსამზადებლად მათ გაიარეს GAIA-ს საოლიმპიადო AI კურსი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების პრაქტიკულ მიმართულებებს მოიცავდა.


ნაკრებს ხელმძღვანელობს შოთა ელყანიშვილი, თანახელმძღვანელები კი ნიკა მიქაბერიძე და ლუკა დარსალია არიან. ოლიმპიადის პარტნიორი, თიბისისთან ერთად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და მის ბაზაზე შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბია.


განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში ეხმარება. საქართველოს ნაკრების მონაწილეობა IOAI 2026-ში ამ მიზნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.