გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

15-07-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს დარგობრივი საბჭოს შექმნის ინიციატივა გააცნო.


„სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მეფრინველეობის სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ. მნიშვნელოვანია, დარგის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაციის საფუძველზე განისაზღვროს ის ნაბიჯები და მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, ხარისხის გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


შეხვედრაზე, მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.


აღსანიშნავია, რომ საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილეების კურატორობით იმართება. კვარტალში ერთხელ კი, შეხვედრას მინისტრი ხელმძღვანელობს. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების მეტად გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას.


შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი, ასევე სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.