გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტანას აღკვეთილში საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები დასრულდა

15-07-2026

ტანას აღკვეთილში, დაახლოებით 10 986 ჰა ფართობზე, საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც დაცული ტერიტორიების შექმნის შედეგად პარკის საზღვრებში მოექცა.


დემარკაციის დროს, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან იმიჯნება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მოქმედი საკულტო ნაგებობები, ელექტროგადამცემი ხაზების ანძები და სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლებიც დაცული ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არ არის.


სადემარკაციო სამუშაოები ტარდება ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან არსებული ტერიტორიის გაფართოების შემდეგ.


ტანას აღკვეთილი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დაარსდა.