გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„Let's Visit Georgia“ – ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

17-07-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მაღალრეიტინგულმა ნიდერლანდურმა ტელევიზიამ, RTL 4-მა, საქართველოს შესახებ  ვრცელი გადაცემა  „Let’s Visit Georgia“ მოამზადა. 


კამპანია, რომელიც ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ზრდას და ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებას.


საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემა და 7 ვიდეორგოლი, RTL 4-თან ერთად, ნიდერლანდებში პოპულარული ონლაინპლატფორმა Videoland-ითა და სოციალური ქსელებით გავრცელდა. გადაცემის დამატებითი ჩვენების შემდეგ მას, ჯამურად, მილიონამდე მაყურებელი იხილავს.


ნიდერლანდური მედიის წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედიატურის ფარგლებში იმყოფებოდნენ. გადაღებები თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობდა.

გადაცემაში წარმოდგენილი იყო ქართული კულტურა, ღვინო, კერძები და ტურისტული ადგილები.