გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის მერმა მაზნიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

19-07-2026

ქალაქ კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მაზნიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.


ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონის დამცავი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.


პროექტი ითვალისწინებს ასევე საფეხმავლო ბილიკების, ბაზალტის ბორდიურების, გზის მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას, რის შემდეგაც ქუჩაზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.


მაზნიაშვილის ქუჩა ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია, იგი არის უმოკლესი გზა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ - აღმაშენებლის ქუჩასთან დასაკავშირებლად.