გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარიამ ქვრივიშვილი შანხაი-თბილისის ავიარეისზე: პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები და სავაჭრო ბრუნვა - ესაა მკაფიო დემონსტრირება, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა 

20-07-2026

პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ისევე როგორც აქტიური მიმოსვლა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში - ეს არის ნამდვილად მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაი- თბილისის პირველი ავიარეისის განხორციელების შემდეგ გააკეთა, რომელსაც 15 ივლისიდან ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი ასრულებს.


როგორც მინისტრმა განაცხადა, გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს.


"ეს დღე მათ შორის ნათლად ასახავს ამ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშესახებ შედეგს. პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ისევე როგორც აქტიური მიმოსვლა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში - ეს არის ნამდვილად მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს ორ ქვეყანას შორის. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.