გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქუთაისში პესტიციდების და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

20-07-2026

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში (ჭავჭავაძის გამზირი N 51) შპს ,,ალგო 2014" და ინდივიდუალური მეწარმე ც. ა. -ს ობიექტები შეამოწმეს. ბიზნესოპერატორები, აგროქიმიკატების რეალიზაციას, რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ.


კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ.


სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად, მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას