გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

20-07-2026

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ იორმუღანლოში, სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.


პროექტის ფარგლებში არხის 2 100-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისა და ხე-ბუჩქნარისგან გაიწმინდა, ასევე მოეწყო გადასასვლელი მილხიდი.


ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა არხის გამტარუნარიანობა, რაც 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს.


აღდგენილი საირიგაციო არხით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის - დუზაგრამის, წიწმატიანის, მუღანლოს, ქეშალოს, ლამბალოს, თულარისისა და კაზლარის მოსახლეობა ისარგებლებს.


სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად აგრძელებს სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოებს.