გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

20-07-2026

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი მ. ფ.-ს (თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ყველის წარმოება შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით აწარმოებდა.


გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.