გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია; გვჯერა, ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას

21-07-2026

თიბისიმ Euromoney-სგან აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მასშტაბით მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.


საბანკო და ფინანსური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო დაჯილდოებაზე - Euromoney Awards for Excellence 2026 - თიბისიმ 4 ნომინაციაში გაიმარჯვა. მათ შორის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებისთვის დაჯილდოვდა.


თიბისის ჯილდოები ასევე გადაეცა 3 მნიშვნელოვანი მიმართულებით:

  • საუკეთესო ციფრული ბანკი საქართველოში;
  • საუკეთესო კორპორატიული ბანკი საქართველოში;
  • თიბისი კაპიტალი - საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში;

ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისის მიერ შექმნილი პროდუქტები, სერვისები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და მომხმარებლის საჭიროებებს ერგება. ეს მიდგომა თიბისის საშუალებას აძლევს, ადამიანებსა და ბიზნესებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს და  უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტული საბანკო მომსახურება შესთავაზოს.


30 წელზე მეტია, Euromoney Awards for Excellence მსოფლიოს მასშტაბით იმ ფინანსურ ინსტიტუტებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი შედეგებით, ინოვაციებითა და მომხმარებელზე ორიენტირებულობით ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ქმნიან.