გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინა

21-07-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008" (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალური მეწარმის გ.მ. წარმოება „თბილისური" (მისამართი: სერგი ჯიქიას ქუჩა N28). შემოწმებისას ობიექტებზე კრიტიკული შეუსაბამობები (ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა დეზინფექცია)გამოვლინდა. ასევე, დაფიქსირდა ეტიკეტირების და საკვები დანამატების მიკვლევადობის წესების დარღვევა (საწარმო „თბილისურში").


კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდათ.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით აწარმოონ.