გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

22-07-2026

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ მაჭარაშვილმა წარუდგინა.


შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თოფურია,  გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე   ქეთევან მოისწრაფეშვილი და რწმუნებულის მოადგილეები  ზაზა შოშიტაიშვილი და ლაშა ჭელიძე  დაესწრნენ.


შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მოისმინეს პროგრამის მიზნების, დაფინანსების პირობებისა და მიმართულებების შესახებ.


„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. პროგრამა აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტრუმენტებს. ფინანსდება მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების, მეფუტკრეობის, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობა, სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობა, ასევე გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შექმნა.


პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-ს შეადგენს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში სახელმწიფო თანადაფინანსება არაუმეტეს 55%-ია.

აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია.