გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

22-07-2026

სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს, ჯეფრი სიოუს შეხვდა.


შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ლოგისტიკის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის დარგებში თანამშრომლობაზე.


მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო - ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ინვესტიციებზე ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა პორტები, რკინიგზა, მაგისტრალები, აეროპორტები და სხვ. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის კონტექსტში.


დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა.


მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საზღვაო-ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. აღინიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარების პროცესში, საქართველო აქტიურად მუშაობს საზღვაო სფეროს ციფრულ ტრანსფორმაციაზე.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას სამოქალაქო ავიაციის სექტორში.