გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პროფესიული გადამზადების პროგრამის „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ მონაწილეებმა პრაქტიკული სწავლება ბაკურიანის ტყეში გაიარეს

22-07-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროფესიული გადამზადების პროგრამის „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ მონაწილეებმა პრაქტიკული სწავლების ეტაპი ბაკურიანის ტყეში გაიარეს.


საველე სამუშაოების ფარგლებში მსმენელები ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის პრაქტიკულ მეთოდებს გაეცნენ, შეასრულეს აზომვითი და შეფასებითი სამუშაოები, ასევე რეალურ გარემოში გამოიყენეს სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა.


პროფესიული გადამზადების პროგრამას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობითა და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების -მეტყევე-ტაქსატორების მომზადება და დარგში კვალიფიციური ადამიანური რესურსის განვითარება.


პროგრამა უკვე მესამედ ტარდება. მიმდინარე ნაკადში 17 მსმენელი მონაწილეობს, რომლებიც სწავლების ფარგლებში ეუფლებიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდებს, საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადების პრინციპებს.


პრაქტიკული სწავლება პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მსმენელებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები რეალურ სამუშაო გარემოში განიმტკიცონ.