გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურში Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

22-07-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს შეხვდა.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი ზრდის დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში დღეს 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს და რეისებს ასრულებს მსოფლიოს 140-ზე მეტი მიმართულებით.


პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე და იმ მსხვილ ინვესტიციებზე, რომლებსაც მთავრობა, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ახორციელებს.


ყურადღება დაეთმო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოებას და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, რომელიც 20 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი და გააძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის როლს.


შეხვედრაზე განიხილეს Changi Airports International-ის, როგორც აეროპორტების განვითარებისა და მართვის სფეროში გლობალური ლიდერი კომპანიის გამოცდილების გაზიარებისა და აეროპორტების განვითარების, მართვისა და საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები.