გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურში მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას

22-07-2026

„სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა არაერთი ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მან ორმხრივი შეხვედრები გამართა ტრანსპორტისა და ინოვაციების მინისტრებთან.


„შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნებს შორის უფრო მეტი დაკავშირებადობა, განსაკუთრებით ისეთი ეკონომიკური სექტორების მიმართულებით, როგორიც არის ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე ინოვაციების სექტორი და ვაჭრობა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.