გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში, მათ ფაქტობრივად დაგვიდასტურეს ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ  ტენდერში, რომელსაც მთავრობა კომპანიის შერჩევისას გამოაცხადებს

22-07-2026

„ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის [აეროპორტის] მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში~, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა Singapore Changi Airport-ის მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


როგორც მინისტრმა განაცხადა, ისინი დაინტერესებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარტნიორი კომპანიის შერჩევისთვის გამოაცხადებს.


„გვქონდა შეხვედრა სინგაპურის ჩანგის აეროპორტის მმართველ გუნდთან. ჩანგის აეროპორტი არის მსოფლიოში აღიარებული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მომსახურების ხარისხისა და ოპერირების თვალსაზრისით და განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენი ახალი აეროპორტის, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში და მათ ფაქტობრივად შეხვედრის მსვლელობისას დაგვიდასტურეს ძალიან დიდი ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს პარტნიორი კომპანიის შერჩევისას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


მისივე განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციების მიმართულებით და თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორში აქვს.