გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

22-07-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები განიხილეს.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასკოლო ზონებში საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაზე.


კომისიამ განიხილა წარმოდგენილი პროექტები და მოიწონა ისინი მთავრობის სხდომაზე განსახილველად.


კომისიის სხდომას თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. სხდომას დაესწრნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.