კასპის სოფელ მეტეხში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
23-07-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ამ ეტაპზე 1 010 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე ღარები. ასევე გათვალისწინებულია გზის მიერთებების მოწყობა, ეზოებში შესასვლელების მოწესრიგება და ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.
„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მეტეხში რეაბილიტირებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ გადაადგილებას, გაზრდის როგორც ქვეითთა, ისე სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს უფრო კომფორტულ გარემოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გზით სოფლის მოსახლეობასთან ერთად საბავშვო ბაღიც სარგებლობს,“ – განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.