გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა ქართულ ღვინოზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ქართული ღვინის ექსპორტს სინგაპურში

23-07-2026

„სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა და გვქონდა შესაძლებლობა, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ჯანდაცვის მინისტრებთან, გვესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დააახლოებს ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში შეხვედრების შემდეგ განაცხადა.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან - პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.


„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე - ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ცხადია, აქცენტი გაკეთდა ქართულ ღვინოზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ქართული ღვინის ექსპორტს სინგაპურში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, სინგაპურის კერძო და საინვესტიციო სექტორთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალზე.


„კერძო სექტორის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, რამდენად ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ვიზიტის ფარგლებში გვექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.