გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

24-07-2026

ბიზნესის წამოწყების კიდევ უფრო გასამარტივებლად, დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის ფილიალებში ახალი სერვისით ისარგებლონ და კიდევ უფრო გაიმარტივონ ყოველდღიური საქმიანობა:

  • ფიზიკური პირებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ ინდ.მეწარმეებად
  •  ფიზიკურ პირებს ან ინდ.მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, დაარეგისტრირონ საკუთარი ბიზნესი.

თიბისის ფილიალებში მისული მომხმარებლები, ერთი ვიზიტით, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, ანგარიშის გახსნას და ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების აქტივაციასაც შეძლებენ. ეს კი, მომხმარებლებს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს და  ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.


სიახლით სარგებლობა ნებისმიერ პირს შეუძლია იმის მიუხედავად, არის თუ არა ის თიბისის მომხმარებელი. თუ პირი თიბისის მომხმარებელი ჯერ არ არის, შესაძლებლობა აქვს, ფილიალშივე გახსნას ანგარიში და იმავე ვიზიტის ფარგლებში, დაარეგისტრიროს ბიზნესი.

სერვისი ამ ეტაპზე, თბილისში, თიბისის 20-მდე ფილიალშია ხელმისაწვდომი. უახლოეს მომავალში კი,  ბიზნესის რეგისტრაცია უკვე რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი.


ბიზნესის დარეგისტრირების სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ასევე იმ ფილიალების სრული ჩამონათვალის სანახავად, სადაც აღნიშნული სერვისით სარგებლობაა შესაძლებელი, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/business/registration-at-tbc-branches