გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დაბა კაზრეთში წყალუზრუნველყოფა 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება

24-07-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, დაბა  კაზრეთში მაგისტრალურ სარწყავ არხზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს, რის შედეგადაც  100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. 


ნარჩენებისგან და მცენარეული საფარისგან არხის  4-კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.


 სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემცირდება წყლის დანაკარგი, მიწის დაჭაობების რისკი და ფერმერებს წყალი დადგენილი გრაფიკითა და საჭირო მოცულობით მიეწოდებათ.


შპს „საქართველოს მელიორაცია“, ფერმერებისთვის წყლის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად, საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.