გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სააკაშვილი: რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი, პოზიტიური! ონისე ძვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა!

25-07-2026

ონისე ძვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა! - წერს მიხეილ სააკაშვილი ონისე ოქრიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, ოქრიაშვილი ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი და პოზიციურია, ხოლო "დიქტატორს და დიქტატურის მსახურებს" საერთოდ არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა.


"რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, კომიკოსი რომელსაც თავს დაესხნენ ქოცების ზონდერები, ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი, პოზიტიური! თუ დავაკვირდებით დიქტატორს და დიქტატურის მსახურებს, მათ საერთოდ არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა და სხვათა შორის სწორედ ესაა ჩვენი უბედურების ერთ-ერთი სათავე. ონისე ძვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა! როგორ შეიძლება ამ მაჯლაჯუნებმა დიდხანს გასტანონ თქვენნაირების ქვეყანაში,"- წერს სააკაშვილი.