გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თამარ ჩერგოლეიშვილი ნინო ჟიჟილაშვილზე: ახალგაზრდებო, არაფერი ისე არ გააკეთოთ, როგორც ამ პოსტსაბჭოთა კორუმპირებულმა დეზინფორმატორმა გასწავლათ, ზოგადად, დაივიწყეთ, რომ ეს არაკეთილსინდისიერება გასწავლიდათ

27-07-2026

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც „ფორმულას“ ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს მიმართავს და კეთილსინდისიერ ჟურნალისტებად მუშაობისკენ მოუწოდებს.


ჩერგოლეიშვილი ჟიჟილაშვილს „პოსტსაბჭოთა კორუმპირებულ დეზინფორმატორს“ და „არაკეთილსინდისიერებას“ უწოდებს, ხოლო ახალგაზრდებს ურჩევს, რომ დაივიწყონ ყველაფერი, რასაც ჟიჟილაშვილი მათ ასწავლიდა.


„ახალგაზრდებო, არაფერი ისე არ გააკეთოთ, როგორც ამ პოსტსაბჭოთა კორუმპირებულმა დეზინფორმატორმა გასწავლათ. ზოგადად, დაივიწყეთ, რომ ეს არაკეთილსინდისიერება გასწავლიდათ. ეს ჩემი რჩევაა, არ გაძალებთ, ცხადია - უბრალოდ, გამოგადგებათ, ვინც გაითვალისწინებთ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.