გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

27-07-2026

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის სალარო ტერმინალით სარგებლობას მეწარმეები სრულიად უფასოდ, ყოველთვიური  საკომისიო გადასახადის გარეშე შეძლებენ. ტერმინალზე თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდის საკომისიო კი, მხოლოდ 1% იქნება.


 სალარო ტერმინალით სარგებლობა, პირველი 6 თვის განმავლობაში, ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის, სრულიად უფასოა. სპეციალური შეთავაზება იმ მეწარმეებზე გავრცელდება, რომლებიც თიბისის პოს-ტერმინალებით არ სარგებლობენ და სალარო ტერმინალს 23 ივლისიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით შეიძენენ.


რა უპირატესობები აქვს თიბისის სალარო ტერმინალს:

თიბისის სალარო ტერმინალის მოწყობილობაში გაერთიანებულია პოს ტერმინალისა და სალარო აპარატს ფუნქციები, რომლითაც საბარათე და სალარო ტრანზაქციების შესრულება ბევრად უფრო მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი. ამასთანავე, სალარო ტერმინალი დამატებით, სხვა უპირატესობებითაც გამოირჩევა:

  • ნაკლები დანახარჯი - ორი მოწყობილობა ერთ ტერმინალში;
  • აღრიცხვის გამარტივებული პროცესი;
  • ერთ მოწყობილობაში გაერთიანებული ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება;
  • ე.წ. ,,თიფის’' მიღების შესაძლებლობა;
  • არასწორი ტრანზაქციის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება სწრაფად და მარტივად.

 ,,თიბისი ბიზნესების N1 მხარდამჭერია. მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესების წარმომადგენლებს გავუმარტივოთ ყოველდღიური საქმიანობა და მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები/სერვისები შევთავაზოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სალარო ტერმინალების სპეციალური შეთავაზებაც. დარწმუნებული ვარ, სიახლე არაერთ ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გაიმარტივოს გადახდების პროცესი და შეღავათიანი პირობებით ისარგებლოს”, - დავით მესხიძე, გადახდების ლიგის ლიდერი.


სალარო ტერმინალისა და შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/pos-terminal-summer-offer