გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დავით სონღულაშვილი: დღეს საქართველოს რეგიონებში იწარმოება პროდუქცია, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე

27-07-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი სხვადასხვა მიმართულების აგროსაწარმოები დაათვალიერა.


მინისტრი ბაღდათის, ხონის, სამტრედიის მუნიციპალიტეტებსა და ქუთაისში მოქმედ საწარმოებს ეწვია, სადაც ადგილზე გაეცნო მეღვინეობის, ხილისა და დაფნის გადამუშავების, თაფლის წარმოების, აკვაკულტურის, ქართული ნუგბარის, მზა კერძებისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოების პროცესებს, ასევე დაათვალიერა საწარმოების ინფრასტრუქტურა  და გაეცნო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საწარმოო შესაძლებლობებს.


„დღეს საქართველოს რეგიონებში იწარმოება პროდუქცია, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტ ქართულ საწარმოს შევუქმნათ განვითარების, წარმოების გაფართოებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, რათა ქართული ხარისხი კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი მსოფლიოს ბაზრებზე“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აგრძელებს რეგიონებში ჩასვლას და ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრას. შეხვედრების ფარგლებში მინისტრი ეცნობა მათ საქმიანობასა და წარმოების პროცესს. ასევე განიხილება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი მხარდამჭერი პროგრამები.