გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარება ახალ ეტაპზე არის გადასული - თამარ იოსელიანი

27-07-2026

„ყველა მიმართულებით და ყველა რეჟიმში გვაქვს ზრდა, ეს იქნება იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი თუ ადგილობრივი გადაზიდვები და ეს ცალსახად არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს სატრანსპორტო სექტორში", - ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი აკეთებს და 2026 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს აფასებს.


როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარება ახალ ეტაპზე არის გადასული.


„2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარება ახალ ეტაპზე არის გადასული. რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც რკინიგზის გადაზიდვებში, ასევე საზღვაო ტრანსპორტის მიმართულებით. შესაბამისად, საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა დაახლოებით 22 პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 10 მილიონი ტონა გადამუშავდა საზღვაო ნავსადგურებში, ხოლო საქართველოს რკინიგზამ მიახლოებით 7 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 პროცენტიან ზრდას გვაძლევს და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც საქართველოს რკინიგზას გადაუზიდავს", - აცხადებს თამარ იოსელიანი.