გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება

28-07-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით კვიციანთან ერთად, ქალაქ ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო.


„ფოთის მუნიციპალიტეტში მშენებარე ნარჩენების გადამტვირთავი სადგური ზუგდიდში მიმდინარე თანამედროვე ნარჩენების განთავსების ობიექტის ინფრასტრუქტურის ნაწილია. სადგური ფოთის მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას როგორც ფოთის მუნიციპალიტეტში, ისე მთლიანად რეგიონში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და რეგიონში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას.