გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სამცხე-ჯავახეთში სარწყავი სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს

28-07-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სტაბილური წყალმომარაგების მიზნით, სამცხე-ჯავახეთში საირიგაციო ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.


ზაფხულის ცხელ პერიოდში მიწების დროული მორწყვა გადამწყვეტია უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.  ამისთვის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს არხების წმენდა გრუნტისა და მცენარეული საფარისგან, ასევე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო/საექსპლუატაციო სამუშაოები.


სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობები. მიმდინარე წელს რეგიონში იგეგმება რამდენიმე კაპიტალური პროექტიც, რომელთა განხორციელების შედეგად გაიზრდება წყალმომარაგების საიმედოობა და გაძლიერდება აგროსექტორი.