გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სუს-ის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

29-07-2026

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.


გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის წევრები, რომლებსაც საქართველოში სარეალიზაციოდ უკანონოდ შემოჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ისინი ქალაქ თბილისში, დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.


დაკავებულთა პირადი, ავტომანქანისა და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ელექტრონული მოწყობილობები. პირველადი დათვალიერებით, აღნიშნულ მოწყობილობებში ნაპოვნია სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. ამოღებული ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელში ჩართული სხვა პირების დადგენის, გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.


გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-წლამდე ვადით.