30-07-2026
სარწყავი სეზონის პერიოდში შპს „საქართველოს მელიორაცია“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საირიგაციო სისტემების გამართულ მუშაობას, რათა ფერმერებს წყალი საჭირო დროს შეუფერხებლად მიეწოდოთ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საექსპლუატაციო სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფა საერთო ჯამში 170 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
ამ ეტაპზე სოფელ ძველ ანაგაში დანალექი გრუნტისგან და მცენარეული საფარისგან 650-მეტრიანი დამშრობი არხი იწმინდება, ხოლო სოფელ ბოდბის ივრისპირა ტერიტორიაზე 4467-მეტრიანი სარწყავი არხის წმენდა მიმდინარეობს.
კომპანია ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და განვითარებას, რათა რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო პირობები ჰქონდეთ.