გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჯიღაურას ბაზაზე თურქ მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30-07-2026

სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას თურქეთის სამსუნის უნივერსიტეტის მეცნიერები ეწვივნენ.


ვიზიტის ფარგლებში, თურქი მეცნიერები მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და თხილის ხმობის საკითხზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოსა და თურქეთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. შეხვედრაზე განიხილეს დაავადების კვლევის თანამედროვე მიდგომები, ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზა და კვლევითი ლაბორატორიები, გაეცნენ ვირუსოლოგიის ლაბორატორიის საქმიანობასა და თხილის ბაქტერიული დაავადებების მიმართულებით მიღებულ შედეგებს.


შეხვედრის ფარგლებში დაისახა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს თხილის დაავადებების გამომწვევი მიზეზების უკეთ შესწავლასა და მათი მართვის ეფექტიანი რეკომენდაციების შემუშავებას.


თურქ მეცნიერთა ვიზიტი საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კოორდინაციით განხორციელდა.